The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმირ ბოგორად

ვლადიმირ ბოგორად
Date of birth:23 January, 1938
Date of death:7 September, 2004  (at 66 years)
Burial location:მოსკოვი
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (ფაგოტის კლასი).

1977 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა პედაგოგ ო. დიმიტრიადისთან (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა); 1965-1983წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის ორკესტრის ფაგოტის ჯგუფის კონცერტმაისტერი, 1979-1983წწ. აქვე, სტაჟიორ-დირიჟორი; 1983 წლიდან "გოსკონცერტისა" და მოსკოვის ყინულზე ბალეტის ორკესტრის დირიჟორი, 1990 წლიდან კლასიკური ქორეოგრაფიული თეატრის დირიჟორი; 18 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რ. ბარშაის კამერულ ორკესტრთან; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში (მიყავდა კურსი: "ბალეტრმაისტერის მუშაობა დირიჟორთან" და "საბალეტო კლავირი და პარტიტურა"); იყო მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული ცენტრალური მუსიკალური სკოლის მთავარი დირიჟორი, აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე; ის წლების მანძილზე იყო ქ. ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; მისი თხზულებებია: მუსიკალური კომპოზიციები საბალეტო დადგმებისათვის: "ამაო სიფრთხილე" (მოსკოვის დიდი თეატრი), "ფანტაზია კაზანოვას თემაზე"(აშშ და მოსკოვის დიდი თეატრი); მის რეპერტუარში იყო: 42 ბალეტი, 48 ოპერა, 500 წარმოდგენა ბალეტისათვის ყინულზე; ფილმი-ბალეტები: დ. თორაძე "მწირი" (1976, საქართველო, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი), "პრომეთეოსი" (1984, საქართველო დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 79

Awards and Honors

  • 1984 - კიევის საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი
  • 1977 - ნიუ-იორკის საერთაშორისო ფესტივალი(აშშ), გრანპრი
  • 1968 - საერთაშორისო კონკურსი(ლენინგრადი), გრანპრი
  • 1965 - საერთაშორისო კონკურსი(ბუდაპეშტი), გრანპრი
  • 1963 - საერთაშორისო კონკურსი(პრაღა), გრანპრი

Share: