The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ბოლაშვილი

Date of birth:14 November, 1962  (62 years)
Category:Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1981 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს (მუსიკის ისტორია, ხელმძღვანელი ლ. დოლიძე).

1991 წელს დაამთავრა მოსკოვის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა, ხელმძღვანელი მ. არანოვსკი; 1991 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (XX საუკუნის მსოფლიო მუსიკის ისტორია, მუსიკალურ-თეორიული სისტემების ისტორია, XX საუკუნის მუსიკალური სისტემების ისტორია, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ისტორია, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ანალიზი), 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2017 წლიდან პროფესორი; 2004 წელს კომპოზიტორ თეიმურაზ ბაკურაძესთან ერთად, დაარსა ყოველწლიური ფესტივალი "თბილისი, თანამედროვე მუსიკის საღამოები"; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, თეორეტიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სონორული ხერხები და მსხვილი ინსტრუმენტული კომპოზიციის პრობლემები", დიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. –გვ.79

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: