შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი სასწრაფოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952წწ. იყო ბორჯომის რაიონის სოფ. გვერდისუბანის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1952-1955წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1955-1961წწ. თბილისის მე-17 პოლიკლინიკის უბნის ექიმი; 1966-1972წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1972-1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტი, 1981 წლიდან ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმელების დაზიანების ფუნქციურ მდგომარეობას სხვადასხვა დაავდების დროს. იყო სტუდენტთა სამეცნიერო შრომების ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის მე-17 პოლიკლინიკის მიერ დაჯილდოებულია სიგელებით. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის დროს, მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.248 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |