The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ბოგოლეპოვა-შარაშიძე

დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:1965  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

1914-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში; 1917-1918წწ. იყო ქ. რიგის ოპერის წამყვანი სოლისტი, 1918-1919წწ. მოსკოვის სახალხო სახლის სოლისტი, 1919-1923წწ. პეტროგრადის ოპერის წამყვანი სოლისტი; 1923 წელს და 1925-1926წწ. კიევის ოპერის წამყვანი სოლისტი, 1924-1925წწ. და 1927-1928წწ. კვლავ მოსკოვში მოღვაწეობდა; 1928-1943წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; მის რეპერტუარში იყო, ქართული ქმნილებები: ეთერი, ნენო(ა. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), რუსუდანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"); თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ასევე სხვა რეპერტუარი: აიდა, ამელია, ლეონორა(ვერდი "აიდა", "ბალ-მასკარადი", "ტრუბადური"), ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), ვალენტინა(მეიერბერი "ჰუგენოტები"), რაქილი(ჰალევი "რაქილი"), სანტუცა(ლეონკავალო "სოფლის პატიოსნება"), ორტრუდა(ვაგნერი "ლოენგრინი"), მარია, ლიზა(პ. ჩაიკოვსკი "მაზეპა", "პიკის ქალი"), გორისლავა(გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), იაროსლავნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), მაშა(ნაპრავნიკი "დუბროვსკი"), ნატაშა(დარგომიჟსკი "ალი"), კუპავა(რიმსკი-კორსაკოვი "თოვლის ქალი"); რუსი საოპერო მომღერალი, სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: