| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შადიმან სახვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1978წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიისა და ს/ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 50 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონებისა და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სახელმძღვანელოს ავტორი. ფლობდა ტრამვატოლოგ-ორთოპედთა საერთაშორისო ორგანიზაციის (AO-International, შვეიცარია) სერტიფიკატს. ორთოპედ-ტრამვატოლოგი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ძვლის ყელის ვირუსული დეფორმაციის შორსწასული ფორმების მკურნალობა საკორექციო-დამაგრძელებელი ოსტეოტომიებით", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249; primetime.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

