The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ძიმისტარიშვილი

სტეფანე ძიმისტარიშვილი
Other name:კორტოხა  (Pseudonym)
Date of birth:1847
Date of death:November, 1912  (at 65 years)
Burial location:სოფელ კვაუთის სასაფლაო, სენაკის მუნიციპალიტეტი
Category:Writer, Educator, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვაუთი, სენაკის მაზრა.

დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი; შემდეგ ქუთაისის 1-ლი გიმნაზია; გიმნაზიის კურსის დასრულებისთანავე შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში;  

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ხან მარტვილში, ხან სენაკში, უკანასკნელ პერიოდში ქუთაისში; თავგამოდებით იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, ამის გამო არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით ან სამსახურიდან სრულიად მოხსნით; აქტიური მონაწილე იყო თითქმის ყველა კულტურული საქმიანობისა და წამოწყებისა; იგი ერთ-ერთი დამაარსებელთგანია ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ქუთისის მუდმივ სცენას; თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შეძლო კულტურულ ცენტრს მოწყვეტილ და დაშორებულ მთელ რიგ სოფლებში დაეარსებინა სამრევლო სკოლები, სადაც ხერხდებოდა ქართული ენის სწავლება; გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ ლიტერატურაშიც როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, 1866 წელს დაიწყო ლექსების წერა; წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Bibliography

  • საქართველოს ისტორია : სახელმძღვ. შრომის სკოლებისათვის (Author) // ნაწ. 1. - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 98, [1] გვ.
  • ჩიტ-ბეღურა : დასურათებული ხალხური ზღაპარი ლექსად (Author). - თბილისი, გამომცემლობა "ნორჩი საქართველო" N 1, 1919. - 31გვ.
  • თხზულებანი (Author) // წ. 1 : ლექსები, სცენები და სხვადასხვა ნაწერები. - ტფილისი, ექვთიმე ხელაძის სტ., 1904. - 108გვ.

Share: