Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხახანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი დაიბადა 1864 წელს, სხვა მონაცემებით 1866 წელს. 1889 წლიდან ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში; 1900 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში; მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894, პარიზი 1897); 1902 წელს მივლინებული იყო ათონის მთაზე ივერთა მონასტრის წიგნსაცავში სამუშაოდ. აღმოაჩინა 14 ხელნაწერი, რომლებიც ალ. ცაგარელის მიერ შედგენილ კატალოგში არ ყოფილა შეტანილი; გულმოდგინედ სწავლობდა და აქვეყნებდა საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერებს. თავის შრომებში იგი ეხებოდა ქართული ენის სხვა ენებთან ნათესაობის საკითხსაც; იზიარებდა ფრ. მიულერის აზრს ქართველური ენების ცალკე გამოყოფის თაობაზე და ასკვნიდა, რომ "ქართული ენა არის ძმა მეგრული და სვანური ენებისა"; ეხებოდა აგრეთვე ქართული ენის სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობის საკითხსაც და სათანადო ფაქტების ანალიზის საფუძველზე ცდილობდა დაემტკიცებინა ამ ენების ნათესაობა. შექმნა ქართული ლიტერატურის კურსი "ქართული სიტყვიერების ისტორია"; მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში დაარსდა "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება". იყო რამდენიმე საზოგადოების წევრი. გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ერთნოგრაფიის საკითხებზე ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე; გამოსცემდა ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებს და თარგმნიდა უცხო ენებზე; უდიდესია მისი დამსახურება ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში; თავის ლექსებს აქვეყნებდა ფსევდონიმით - ს. პავლიაშვილი. ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს სამი ლექსი "კვალში", ხოლო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "კოლხიდაში", 1911 წელს მან თავისი სახელით დაბეჭდა ლექსი "პატარა ცემი" - ა. ხახანაშვილი. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში. მისი ფონდი 882 საარქოვო საქმეს შეიცავს. ქართული ლიტერატურის მკვლევარი, პროფესორი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.592-593; საქართველოს სამეფო: georoyal.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |