The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაზარე ხმალაძე

ლაზარე ხმალაძე
Date of birth:1868
Date of death:10 May, 1946  (at 78 years)
Burial location:ვერის ახალი სასაფლაო, თბილისი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარალეთი, ჯავახეთი. 

ბარალეთი სკოლაში სწავლის პერიოდში, 1880 წელს, სკოლას გამოსაკვლევად ეწვია ინსპექტორი ლიხაჩევი. ლიხაჩევზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მკვირცხლმა და ბეჯითმა ლაზარემ და ამან გადაწყვიტა მისი ბედი. მშობლებთან მოლაპარაკების შედეგად ლიხაჩევმა იგი თავისთან წაიყვანა თბილისში და სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარა. მან წარმატებით დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი და 1884 წლიდან ხონის საოსტატო სემინარიაში ჩაირიცხა; სემინარიაც წარმატებით დაამთავრა 1888 წელს; 1892 წელს იგი დანიშნეს სოფელ სუჯენის ორკლასიანი სასწავლებლის გამგედ; სოფლად მან ხელი მიჰყო მოსახლეობაში კულტურულ მუშაობას; შექმნა დასი და რამდენიმე წარმოდგენა გამართა; განიზრახა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსებაც. მისი ამგვარი საქმიანობა სახალხო სკოლების დირექციამ საშიშად მიიჩნია და ლაზარე ოჩამჩირის "ნორმალური" სკოლის გამგედ გადაიყვანა. "ნორმალურ" სახალხო სკოლებში დედა-ენის სწავლება მთლიანად აკრძალული იყო, ლაზარე არ მოერიდა აკრძალვას და ქართული ენის სწავლება შემოიღო სკოლაში; ამის გამო ის სამსახურიდან დაითხოვეს; 1895 წელს კონკურსის შედეგად იგი ქუთისის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს; 1899-1900 სასწავლო წლიდან იგი ქუთისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს, როგორც საუკეთსო პედაგოგი; აღსანიშნავია მისი მუშაობა იმერეთის ეპარქიალური სასკოლო საბჭოს წევრად; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი მუშაობდა რვაწლიანი სკოლის გამგედ, 1-ლი ცხრაწლიანი სკოლის გამგის მოადგილედ და უფრო ხანგრძლივად 1928-1946 წლებში მეორე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; ამავე პერიოდში იგი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ქუთაისის მასწავლებელთა შორის, როგორც განათლების განყოფილებისა და პედაგოგიიური კაბინეტის მეთოდისტი; მან შეადგინა საჩვენებელი გაკვეთილების კონსპექტები მათემატიკაში; როგორც საუკეთესო პრაქტიკოსი მასწავლებელი და განათლებული პედაგოგი, თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკური ფაკუტლეტის სტუდენტებს პედაგოგიურ პრაქტიკაში; პრატიკულ პედაგოგიურ და მეთოდურ მუშაობასთან ერთად ნაყოფიერ მუშაობას აწარმოებდა, როგორც სახემძღვანელობების ავტორი; აქტიუად მონაწილეობდა "წიგნის გამომცემლობის ამხანაგობის" საქმიანობაში; მის კალამს ეკუთვნის მეთოდური წერილები მათემატიკის, განსაკუთრებით, არითმეტიკის სწავლების საკვანძო საკითხებზე.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/100-khmaladze

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1946 - ლენინის ორდენი
  • 1939 - საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: