The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ბუაჩიძე

გრიგოლ ბუაჩიძე
Legal name:გრიგოლ კოჯორაშვილი
Date of birth:12 January, 1929  (96 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საფუძვლები შეასწავლა დამსახურებულმა მოღვაწემ მიხ. ბახტაძემ. 1943 წელს მიიწვიეს ქართლ -კახური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი, ლოტბარი მ. თარხნიშვილი). 1946 წლიდან ანსამბლის სოლისტი იყო და წარმატებით მონაწილეობდა მასობრივ ცეკვებში (ხელმძღვანელი, ჯ. ბაგრატიონი), შემდგომ, ცეკვავდა სოლო პარტიებსაც. 1950-1954 წლებში მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით. 1954 წლიდან გრიგოლი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ორკესტრის მოცეკვავე მსახიობი იყო, აქ იგი ქართულ ხალხურ ცეკვებთან ერთად წარმატებით ასრულებდა ესტრადისათვის სტილიზებულ სხვა ხალხთა ცეკვებსაც. 1956 წელს იყო ჯანო ბაგრატიონის ასისტენტი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, მოღვაწეობდა როგორც სოლისტი მოცეკვავე და მთავარი ქორეოგრაფი. მის მიერ შესრულებული ცეკვები გამოირჩეოდა თვითმყოფადი მანერებით, ილეთების სიმდიდრით, მუსიკალური მასალის კარგი შეგრძნებით. განსაკუთრებული ტემპერამენტით გამოირჩეოდა მისი მთიელთა ძაღღვიანი ცეკვები. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლის ქორეოგრაფი. დადგმული აქვს მრავალი ცეკვა: "ხევსურული ფარიკაობა", "ოსური მასობრივი", "ხონგა","კავკასიური", "მთიულური მასობრივი"-  სომხეთის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, "ხევსურული ფარიკაობა" - აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, დასამახსოვრებელი დადგმები განახორციელა თბილისის, ზუგდიდის, ხაშურის თვითმოქმედ კოლექტივებში. დაჯილდოებულია მრავალი მედლებით, სიგელებითა და დიპლომებით. ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის პედაგოგი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 82; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ. 33

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: