შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეგნატე ხრამელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეზატი, გორის მაზრა. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1887 წელს. იმავე წელს დაიწყო პედაგოგად მუშაობა სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც მოღვაწეობდა 1889 წლამდე; 1889-1903წწ. იყო თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლის მასწავლებელი; 1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსი დაამთავრა 1909 წელს და საქართველოში დაბრუნდა სამუშაოდ; 1906 წელს გამოვიდა ეგნატე ხრამელაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო "არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითების კრებული (მოქმედებათა შესწავლის მეთოდებით)", მეორე ნაწილი გამოქვეყნდა 1907 წელს. ეს კრებული 1912 წლიდან "მოწონებული და ნებადართული იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან ქართულ სკოლებში სახმარებლად". 1909 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი ახალი "არითმეტიკის სახელმძღვანელო ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით", რომელიც მეორედ 1919 წელს გამოიცა. ამ სახელმძღვანელოების ბოლო გამოცემები ეკუთვნობა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". ტერმინოლოგია ჯერჯერობით იგივეა, რაც წინა სახელმძღვანელოებში. 1909 წელს დაინიშნა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად. მან პირველად გამოსცა "სახალხო გაზეთი"; სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; თავის ნაშრომებში ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |