The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დონდუა

დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1958  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი.

ასწავლიდა ქუთაისის და თბილისის სკოლებში (მათ შორის 14 წელი თბილისის I საშუალო სკოლაში); სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ რესპუბლიკურ კურსებს; კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში; გამოქვეყნებული აქვს ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიული სახელმძღვანელოები, მეთოდური წერილები, სასწავლო პროგრამები, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შრომები; ხელმძღვანელობდა სასწავლო გეოგრაფიული რუკების ქართულ ენაზე გამოცემას, გეოგრაფიული ნომენკლატურის ქართული ტრანსკრიფციის დადგენას; 1926-1932წწ. მისი სახელმძღვანელოთი ("წყარო") ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება ქართული სკოლის დაწყებით კლასებში; 1916-1924წწ. ს. ჯაფარიძესთან ერთად გამოსცა საბავშვო ზღაპრების სერია "სურათები - ზღაპრები"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.481

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, თავმჯომარის მოადგილე (1940-1954)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: