შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოფილე ხუსკივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, შორაპნის მაზრა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1881 წელს და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რაც 1894 წლამდე არ შეუწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში ყველა კულტურული წამოწყების ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი იყო; ავრცელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს; გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სხვ.; 1894 წელს დაინიშნა მდივნად ქუთაისის საოლქო სასამართლოში; იყო მარტვილის მომრიგებელი მოსამართლე, ნოტარიუსი ოჩამჩირეში და ა.შ.; 1876 წელს "დროებაში" დაიბეჭდა მისი პირველი წერილი "შვილის აღზრდა". ამ დღიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა პედაგოგიურ-ლიტერატურულ სარბილეზე; ხშირად ბეჭდავდა წერილებს; წერდა ისტორიულ და საბავშვო მოთხრობებს, პიესებს, ეტიუდებს, ესკიზებს, მოგონებებს; 1912 წელს ოჩამჩირეში გახსნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილება და ამ განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე იყო; განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა, თვითონ კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |