Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კლინიკური ორდინატორი, 1954-1958წწ. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი, 1958-1961წწ. ამავე კათედრის ლაბორანტი, 1961-1964წწ. ასისტენტი, 1964-1972წწ. დოცენტი, 1980 წლიდან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის კარდიოლოგიური კაბინეტის გამგე; 1995 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ვიტას" საფაკულტეტო თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შინაგანი მედიცინის აქტუალურ საკითხებს, შაქრიანი დიაბეტის რეზისტენტული ფორმების მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "სისხლის შრატის ცილების ცვლილებათა დინამიკა თირეოტოქსიკოზის დროს რადიოაქტიური იოდით და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით"(თბილისი, 1964). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ცილების ცვლილებათა დინამიკა თირეოტოქსიკოზის დროს რადიოაქტიური იოდით და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით", 1961 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; m.facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |