Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხატია ბუნიათიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2004 წელს(საფორტეპიანო). სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(პედაგოგი ე. ქირია); იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში(პედაგოგი ო. მაიზენბერგი); 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში; მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლინ(ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი(პარიზი), ლუვრის აუდიტორიუმი, მუსიკის ნორმალური სკოლა(École normale de musique de Paris), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი "Musikverein", მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი; ის არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად; თანამშრომლობს: მ. არგერიხი, გ. კრემერი, ნ. ფრიერი, პ. დომინგო, მ. მაისკი; გასტროლებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთი, ისრაელი, ევროპა, აშშ; ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 83 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |