The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რიმა ბუჩუკური

დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე.

დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის სახელმწიფო ხელოვნების სასწავლებელი 1969 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს(საფორტეპიანო).

მუშაობდა ფორტეპიანოს პედაგოგად თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში, მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკა–პედაგოგიურ ინსტიტუტში, 2004 წლიდან იყო თბილისის მუსიკალური ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, საფორტეპიანო კათედრის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან დოქტორი; თეორიულად დაამუშავა საგნები: ჰერმენევტიკა და საავტორო ტექსტის ინტერპრეტაცია, ფსიქო–ფიზიკური სკოლა; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სტუდენტ–პიანისტის აზროვნების მეთოდური მიმართულების ჩამოყალიბება მუსიკალურ–პროფესიული განათლების სფეროში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 84



გააზიარე: