The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ პაპიაშვილი

იაკობ პაპიაშვილი
Date of birth:22 January, 1942  (82 years)
Category:Engineer, Translator, Explorer, Writer, Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1966 წელს.

1958-1966წწ. თამაშობდა თბილისის "პოლიტექნიკის" რაგბისტთა გუნდში; სხვადასხვა წლებში მუშობდა ქ. ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ "საქნახშირის" საპროექტო განყოფილების უფროსად; სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროს ინჟინრად; დასავლეთ საქართველოში არის რაგბის პიონერი; 1967 წელს ტრესტის ბაზაზე შექმნა რაგბისტთა პირველი გუნდი - ქუთაისის "მშენებელი", რომელიც რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი; 1967-1969 წლებში იყო "იუჟსტალკონსტრუქციის" სამმართველოს ჯერ ოსტატი, შემდეგ უბნის უფროსი. ამ პერიოდში დაამონტაჟა ქუთაისში პირველი მაღლივი, 16 სართულიანი შენობის კარკასი (ჩონჩხი) რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით, დღევანდელი პარლამენტის წინ (იხ. გაზ. "ქუთაისი", ოთარ ბერეჩიკიძის ფოტო და სტატია). 1990-1996წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს - "ქართულ-ებრაული ურთიერთობები"; 1972 წლიდან იყო გაზეთ "ქუთაისის" და "სოფლის ცხოვრების" შტატგარეშე კორესპონდენტი. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშობას; მისი მეცნიერული ნაშრომი "ჰურიათა ქართველთა" კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში; არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში; 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები ("ქართული ლეგენდა" და "ხანისწყალთან"), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში "ალია საქართველოდან". მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: "განთიადი", "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "ნობათი", "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა"; ატვირთულია მართლმადიდებლური ფორუმის ინტერნეტ საიტზე. ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში.

წყარო: ბლოგი "იაკობ პაპიაშვილის შემოქმედება" iakobblog.wordpress.comწყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.260

Member of Organizations

  • ისრაელის ACUM-ი, წევრი (1997-)
  • ისრაელის მწერალთა კავშირი, წევრი (1997-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
  • სსრკ კომუნისტური პარტია, წევრი (1968-1991)
  • ქართულ-ებრაული ასოციაცია, წევრი (1989-)

Awards and Honors

  • 2024 - საქართველოს მწერალთა კავშირის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი
    ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 2023 - საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია "გულანის" ღვაწლმოსილის წოდება
    ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2021 - საქართველოს მწერალთა კავშირის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
    რუსთაველის და გალაკტიონის შესახაბ შექმნილი გამოკვლევებისათვის, ებრაულ ენაზე რევაზ მიშველაძის ნოველების წიგნის "იერუსალიმი - თბილისი" თარგმნისა და გამოცემისათვის
  • 2014 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1997 - ისრაელის პრეზიდენტის (ყეზერ ვაიტმანი) AMOC -ზალმან შაზარის სახელობის ფულადი ჯილდო-პრემია მეცნიერთათვის და მწერალთათვის
  • 1972 - ქ. ქუთაისის ლიტერატურული კონკურსი, გამარჯვებული
  • ისრაელის აბსორბციის სამინისტროს ფულადი ჯილდო - პრემია

Bibliography


Share: