The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბათლომე ხუციშვილი

ბათლომე ხუციშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1923  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი.

ქართველი ინგილო. დაამთავრა ზაქათალას სამოქალაქო სასწავლებელი; შემდეგ გორის სამასწავლებლო სემიანრიის კურსი. იგი ითვლებოდა საუკეთესო მოსწავლედ, განსაკუთრებით, მათემატიკაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ გაგზავნეს მასწავლებლად დარუბანდში, შემდეგ აღბულაღში და დუშეთში; 1893 წელს მოახერხა თავის მშობლიურ სოფელ კახში მასწავლებლად მოწყობა, სადაც მან 18 წელი იმუშავა; მისი პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლის კედლებით არ შემოიფარგლებოდა. სკოლიდან დაბრუნებლს თხუთმეტი-ოცი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ინგილო ესტუმრებოდა ყოველდღიურად და ბათლომე მათ ასწავლიდა წერა-კითხვას, უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, უამბობდა ქვეყნის ამბებს, იგავ-არაკებს და სხვ.; ყოველ კვირას მიდიოდა ეკლესიაში და ჩრდილში შეკრებილ ხალხს თავისებური მჭერმეტყველებით უამბობდა სხვადასხვა ამბებს და ეხმარებოდა სახალხო საკითხების გადაწყვეტაში. იგი ინგილო ხალხის მოამაგე და დამხმარე იყო ჭირსა თუ ლხინში. მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო კარგა ხანს იხმარებოდა ამიერკავკასიის სკოლებში; სისტემატურად წერდა წერილებს და ათავსებდა ჟურნალ-გაზეთებში; მისი უშუალო ინიციატივით და მონაწილეობით კახში დრამატული წრე ჩამოყალიბდა; 1917 წელს აზერბაიჯანში მუსავატელები გაბატონდნენ და იგი იძულებული იყო გასცლოდა საინგილოს საზღვრებს. საინგილოს დაკარგვამ გატეხა და ლოგინად ჩააგდო, რამდენიმე წელი იავადმყობა და გარდაიცვალა ლაგოდეხის მახლობლად სოფელ ცოდნისკარში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.730


გააზიარე: