Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან სერებრიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1970წწ. იყო რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი; 1970-1973წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1978წწ. კანისა და ვენერიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1978-1988წწ. რესპუბლიკური სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1988-1995წწ. სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი, 1995 წლიდან ჯანდაცვის მართვის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის არის 2 მონოგრაფია: "სამედიცინო ტექსტების მანქანური თარგმნა"("საქართველო", 1992), "ინფორმატიკისა და მანქანური თარგმნის პრობლემები"(ხარკოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკავშირო ჩემპიონატების პრიზიორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმინალური მდგომარეობის დროს შიდა ვენური და შიდა არტერიული სისხლის გადასხმის საკითხები", დაიცვა 1973 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეცნიერო-საინფორმაციო რესურსების სისტემური გამოყენება მედიცინის მეცნიერების მართვაში რეგიონალურ დონეზე", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.250 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |