Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე სესიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კრასნოდარის წითელი არმიის სახელობის ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1954წწ. იყო მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ივანოვსკის სახელობის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1957წწ. მოსკოვის მეჩნიკოვის სახელობის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957 წლიდან თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1975 წლიდან კი ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გრიპისა და პოლიომიელიტის იმუნოლოგიურ სტრუქტურას, რესპირაციულ დაავადებებს, ეთიოლოგიას, ინტერფერონს, არაბაქტერიულ ურეთრიტებს, მუცლის ტიფის პრობლემებს, ქიმიური პრეპარატების ანტივირუსულ მოქმედებას. ხელმძღვანელობდა სადიპლომო ნაშრომებისა და სადისერტაციო თემების იმ ნაწილს, რომლებშიც ვირუსოლოგიის საკითხებია შესწავლილი. მკურნალი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "1957-1973 წლებში საქართველოში გრიპის ლაბორატორიული შესწავლა". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.251
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |