The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაიანე სიმონია

გაიანე სიმონია
Date of birth:18 October, 1954
Date of death:1 February, 2025  (at 70 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1980-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვოლუმორეგულაციის თავისებურებები და ნატრიურეზუალი ფაქტორების მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეშუპების სინდრომის ჰუმორული მექანიზმები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.252; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.364

Bibliography


Share: