The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გაბისონია

თამაზ გაბისონია
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1979 წელს(თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს(ფოლკლორი).

1990 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1998 წლიდან ამავე კათედრის პედაგოგი, 2011 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 1993-1995წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგი; 2005 წლიდან თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი სპეციალისტი; 2006 წლიდან თბილისის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის  საეკლესიო გალობის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი, დეკანი; 2005-2007წწ. ქ. ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 2008 წელს დააარსა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "კერია"; 2011 წლიდან თბილისის ილიას უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; იყო ყოველთვიურ გაზეთ "ქართული გალობის" რედაქტორი; 2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა სტუდენტური გუნდი; გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; თანაავტორია წიგნისა "ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება"(2005, სახელმძღვანელო); 1983 წლიდან მოხსენებებით გამოდის როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; ნამყოფია რვა ფოლკლორულ ექსპედიციაში; მუსიკოლოგიის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები", დაიცვა 2009 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 87; music.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: