შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1963 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (მუსიკის თეორია). 1968-1970წწ. იყო ქ. ფოთის და თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული საგნები); 1970 წლიდან საქართველოს რადიომაუწყებლობის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი, 1972 წლიდან უფროსი რედაქტორი; 2010 წლიდან დააარსა და მიჰყავს მუსიკალური გადაცემები: "ქართული მუსიკის 100 წელი", "ბახიდან ოფენბახამდე, ანუ ერთი მუსიკალური შედევრი", "რაც მეხსიერებას და ჩვენს რადიოს შემორჩა", რადიოს პროგრამა " ჩანგის" ავტორი და წამყვანი; მუსიკისმცოდნე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 88; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |