Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი; 1974-1978წწ. რუსთავის სამკურნალო ფიზკულტურული დისპანსერის ექიმი-თერაპევტი; 1978-1980წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ორდინატორი; 1980-1986წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1986-1992წწ. ასისტენტი, 1992 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შინაგან დაავადებათა იმუნოლოგიურ პრობლემებს, ეკუთვნის რაციონალიზატორული წინადადება ბრონქული ასთმის მკურნალობის მეთოდებზე. იყო თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის სასწავლო გამგე. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების კომპლექსური თერაპიის იმუნოლოგიური შეფასება", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.254 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |