შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი; 1974-1978წწ. რუსთავის სამკურნალო ფიზკულტურული დისპანსერის ექიმი-თერაპევტი; 1978-1980წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ორდინატორი; 1980-1986წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1986-1992წწ. ასისტენტი, 1992 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შინაგან დაავადებათა იმუნოლოგიურ პრობლემებს, ეკუთვნის რაციონალიზატორული წინადადება ბრონქული ასთმის მკურნალობის მეთოდებზე. იყო თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის თერაპია-პულმონოლოგიის კათედრის სასწავლო გამგე. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების კომპლექსური თერაპიის იმუნოლოგიური შეფასება", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.254 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |