The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარპეზ დონდუა

კარპეზ დონდუა
Date of birth:13 October, 1891
Date of death:3 November, 1951  (at 60 years)
Burial location:სერაფიმოვოს სასაფლაო, ქ. პეტერბურგი
Category:Linguist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი 1922 წელს.

1922 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწებას პეტროგრადის უნივერსიტეტში; 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემებს; მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია - "ემფათიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში" (რუსულ ენაზე, 1930), "ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ"(რუსულ ენაზე, 1931), "მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში" (რუსულ ენაზე, 1932), "ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და კვალი ძველ ქართულში" (რუსულ ენაზე, 1938), "შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში" (რუსულ ენაზე, 1940), "გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა" (რუსულ ენაზე, 1948), "ქართული ენის მესხური კილო" (რუსულ ენაზე, 1967); ყურადღებას იმსახურებს მისი კვლევები რუსთველოლოგიაში; მის ნაშრომებში - "ამირანდარეჯანიანი" (რუსულ ენაზე, 1937), "შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა" (რუსულ ენაზე, 1938), "კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ" (რუსულ ენაზე, 1940), "ვეფხიტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის" (1943) გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1940).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.482

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1944-)

Bibliography


Share: