The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგორი გაგარინი

გრიგორი გაგარინი
Date of birth:11 May, 1810
Date of death:30 January, 1893  (at 82 years)
Category:Architect, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

აკადემიური უმაღლესი განათლება არ მიუღია; სწავლობდა კ. ბრიულოვთან ქ. რომში; 1848-1854წწ. ცხოვრობდა თბილისში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში; 1850-იან წლებში მოხატა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი, ფოიეები, საზეიმო ფარდა (იტალიელ დეკორატორ დერბეზისთან ერთად); გაგარინი აფორმებდა ქართულ დრამატულ სპექტაკლებსაც (გ. ერისთავის "გაყრა", "დავა"); 1850-1860წწ. მოხატა თბილისის სიონის ტაძრის ინტერიერი; დახატა ქართველ არისტოკრატთა პორტრეტები (დ. წავწავაძე, მ. ორბელინი. დცულია ლენინგრადის რუსულ მუზეუმში); აქვს აგრეთვე XIX საუკუნის თბილისის ხედები, ნატურმორტები, პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო სცენები, ხუროთმოძღვრული ძეგლები, ჩუქურთმები, ქართველთა ტიპები; განსაკუთრებით მნშვნელოვანია მის მიერ პარიზში გამოცემული ალბომები "თვალწარმტაცი კავკასია" და "კავკასიური კოსტიუმები", რომლებიც მხატვრულთან ერთად უეჭველ დოკკუმენტურ მნიშვნელობასაც ინარჩუნებენ; გაგარინი ნახატის დიდი ოსტატი იყო; მისი შემოქმედება რომანტიზმის გავლენის კვალს ატარებს; ფერმწერი, ხელოვნების მკვლევარი, 1859-1872წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის იმპერატორის კარის ობერგოფმეისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 90

 


Share: