The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხაზბი გაგლოევი

ხაზბი გაგლოევი
Date of birth:26 December, 1931  (94 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1942 წლიდან ცეკვის ხელოვნებას სწავლობდა სამხრეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთნ არსებულ მოცეკვავე ბავშვთა ჯგუფში პედაგოგ გრ. გაბარაევის ხელმძღვანელობით. 1948 წლიდან უკვე ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობად ჩაირიცხა. 1964 წლიდან იყო ამ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე და დამდგმელი ქორეოგრაფია. მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა: "ქართული", "ოსური", "ნარნარი" (მანია გაგლოევასთან ერთად). "უკრაინული დუეტი", "პაემანი წყაროსთან", "განდაგანა",  აზერბაიჯანული სახუმარო ცეკვა "მატჩი" და სხვა. 1964 წელს გაგლოევი დააწინაურეს, ხოლო 1972 წლიდან მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ანსამბლის მიერ  განხორციელებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ერთმოქმედებიანი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ალანი", "ქართული საცეკვაო სიუიტა", "ოსური მასობრივი სიმდი", "ხონგა", "კინტოური", "პარტიზანები", აგრეთვე უკრაინული, მოლდავური, რუმინული და სხვა ხალხთა ცეკვები. როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ოსეთის ხეთაგუროვის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. მისი გაფორმებული სპექტაკლებია: ა. წერეთლის "კინტო", მაინ რიდის "უთავო მხედარი", ვლ. გაგლოევის "თქმულება დედაზე", ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.35

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: