The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა სოსიაშვილი

დაბადების თარიღი:20 მაისი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1975 წელს.

1985 წელს იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1990 წელს ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის ალერგოლოგიური და კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიტროფილების და ლიმფოციტების მორფოფუნქციონალური თავისებურებანი და მათი დაცვითი ფუნქცია ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.254


გააზიარე: