Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალაქია ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღარი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1881-1883წწ. მასწავლებლობდა ქალაქ გუმბრის სამოქალაქო სასწავლებელში; 1883-1902წწ. იყო ონის ორკლასიანი სკოლის პედაგოგი; სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისში, იგდირში (სომხეთი), ლანჩხუთსა და ხონში; 1914 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ქ. ონში და იქვე მუშაობდა მასწავლებლად სხვადასხვა ტიპის სკოლებში; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში, ხელს სუწყობდა სახალხო წარმოდგენების გამართვას, ლიტერატურული დილა-საღამოების მოწყობას, პოპულარულ-მეცნიერული ხასიათის ლექციების ჩატარებას; განსაკუთრებით აინტერესებდა მეტეოროლოგია და პეტერბურგის ფიზიკურ ობსერვატორიას სისტემატურად აწვდიდა ცნობებს ონიდან; 1908 წელს დიდი დახმარება გაუწია ქართველ კომპოზიტორს დიმიტრი არაყიშვილს ეთნოგრაფიულ მუშობასა და მასალების შგროვებაში დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის დროს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |