Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრიფონ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, შორაპნის მაზრა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, როგორც წარმატებული მოსწავლე, სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1898 წელს დაამთავრა სემინარია და ისევ სახელმწიფო ხარჯით გააგზავნეს კიევის სასულიერო აკადემიაში, რომლის სრული კურსი ისტორია-არქეოლოგიის განხრით 1902 წელს დაასრულა. მუშაობა 1902 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა ქუთისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1903 წელს დაინიშნა სტავროპოლის სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად; 1904 წელს გადაიყვანეს ჩერნიგოვიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად; ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული იყო ქუთაისში გადმოსულიყო და 1905 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა; 1907 წელს გადაიყვანეს ქ. პინსკში(ბელორუსია) სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის თანამდებობაზე; 1908 წელს იგი დაბრუნდა ქუთაისში და საეპარქიო ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; 1910 წელს დაინიშნა ინსპექტორად იმერეთის ეპარქიის გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს გიმანაზიად გადაკეთდა და იგი გახდა მისი დირექტორი; 1921 წელს გიმნაზიები ტექნიკუმად გარდაიქმნა, იგი მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის მეოთხე ტექნიკუმში; 1922-1930წწ. იყო ქუთაისის სახელმწიფო საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმის დირექტორი; 1930 წელს იმავე მუზეუმში გადაყვანილ იქნა მეცნიერ-მუშკად, ხოლო 1937 წელს ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. 1912-1930წწ. იყო სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში; კითხულობდა ლექციებს ჯერ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მხარეთმცმოდნეობის ფაკულტეტზე; იყო დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1920წ.); განუზომელია მისი დამსახურება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებისა და ფონდებით დაკომპლექტების საქმეში; მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმის ფონდები შეივსო მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური და ჭედური ხელოვნების ძეგლებით, ძველი ხელნაწერი წიგნებითა და ისტორიული დოკუმენტებით; როგორც საქართველოს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიული ძეგლების აღრიცხვისა და დაცვის საქმისადმი; იკვლევდა, თარგმნიდა და აქვეყნებდა მასალებს; სამუზეუმო საქმიანობას კარგად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობას; ინტერესს იწევს მისი დახვეწილი მაღალპროფესიული, პუბლიცისტური მემკვიდრეობა, რომელიც არ არის შემოფარგლული ერთი რომელიმე თემით; 1937 წელს იგი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზებული ქმედებისათვის და გაასამართლეს; მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მას ჯანმრთელობა შეერყა და ოთხი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქუთაისის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net; d.facebook.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |