შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყავი, ოზურგეთის მაზრა. ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ შევიდა თბილისის ე. წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის კურსი წარმატებით დაამთვრა 1884 წელს და დაინიშნა მასწავლებლად ქ. შუშაში. მაგრამ გული სამშობლოსკენ მოუწევდა და მალევე ბათუმში გადმოვიდა; სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ქუთაისში, კულაშში და ქობულეთში; 1890–იან წლებში ბათუმის მოსახლეობა გიმნაზიის გახსნას ითხოვდა, მაგრამ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა გიმნაზია გაიხსნა და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკო ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგ ამავე სასწავლებლის ინსპექტორი და მუდმივი მოამაგე იყო. შეიძლება ითქვას, რომ სახალხო განათლების აჭარის მოღვაწეთა შორის იგი იყო პირველი ინტელიგენტი თურქთა მონობიდან ახლად გამოხსნილ ამ კუთხეში განათლებისა და წერა–კითხვის გამავრცელებელი, რომელიც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ დასახული გეზით მოქმედებდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ლენინის სახელობის ბათუმის საშუალო სკოლის გამგედ დაინიშნა. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/79-jakeli ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |