The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნონა სტურუა

Date of birth:18 May, 1933  (91 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო 1961 წელს.

1961-1964წწ. მუშაობდა პროფკავშირების სანატორიუმ "ლიკანში"; 1964 წლიდან არის საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სიმსივნური ზრდის თავისებურებებს, ჭრილობის შეხორცებას, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასა და მის იმუნურ აპარატს. ციტოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროლიფერაციის და მატერაციის პროცესების თავისებურებათა შესწავლისათვის თაგვის მალიგნიზირებელი ფიბრობლასტების კულტურაში ცალკეული უჯრედშიდა ინგრედიენტის ფერმენტული გამოცლის პირობებში", დაიცვა 1971 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.255

Member of Organizations

  • საქართველოს პათოლოგ-ანატომთა საზოგადოება, წევრი

Share: