The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე
Date of birth:9 August, 1970  (54 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1996 წელს(ვოკალური).

1994 წელს, სტუდენტობისას, პედაგოგის რეკომენდაციით მისი დებიუტი შედაგ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში(მურმანი, ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); 1994-2003წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი); 2003-2005წწ. გერმანიის თეატრში ასრულებდა წამყვან პარტიებს; მისი დებიუტი ლა სკალაში შედგა ჟერმონის პარტიით(2007, ვერდი "ტრავიატა"), აშშ-ში სკარპია(2009, პუჩინი "ტოსკა"); მის რეპერტუარშია, ქართული: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), თავადი ლევანი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ს. ნასიძე ციკლი "ქართული ხალხური პოეზიიდან"; სხვა რეპერტუარი: ჟერმონი, რენატო, დი პოზა, დი ლუნა, მილერი, მაკბეტი, ნაბუქო, იაგო, რიგოლეტო, ბოკანეგრა, ამონასრო(ვერდი "ტრავიატა", "ბალ-მასკარადი", "დონ კარლოსი", "ტრუბადური", "ლუიზა მილერი", "მაკბეთი", "ნაბუქო", "ოტელო", "რიგოლეტო", "სიმონ ბოკანეგრა", "აიდა"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ენრიკო(დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), დონ ჟუანი, ფიგარო(მოცარტი "დონ ჟუანი", "ფიგაროს ქორწინება"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), შაკლოვიტი(მუსორგსკი "ხოვანშჩინა"), მაზეპა, ტომსკი, ელეცკი(ჩაიკოვსკი "მაზეპა", "პიკის ქალი"); თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ დიორიჟორებთან: ლ. მააზელი, ჯ. ლევაინი, გ. დუდამელი, ფ. ლუსტი; გასტროლებით მოგზაურობს: აშშ, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია, ინგლისი, ბელგია; 2003 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 91

Awards and Honors

  • 2005 - საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმები", I პრემია, (ბუსეტო, იტალია)
  • 1995 - საქართველოს I საერთაშორისო კონკურსი(თბილისი), III პრემია

Share: