The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ განუგრავა

ავთანდილ განუგრავა
Date of birth:16 January, 1930
Date of death:10 August, 2021  (at 91 years)
Category:Conductor, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (საგუნდო-სადირიჟორო); 1961-1964 წელს გაიარა ასპირანტურის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი და ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი.1970-1974 წლებში დაამთავრა საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტი კონსერვატორიაში ოდისეი დიმიტრიადის კლასი.

1956-1957წწ. იყო თბილისის N9 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (საგუნდო საგნები); 1957-1962წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერი, 1962-1966წწ. დირიჟორი; 1966-1968წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი; 1968-1974 იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ.სამუსიკო სასწავლებელი-კოლეჯის დირექტორი,ამავე წლებში იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმეისტერი და ქუთაისის კონსერვატორიის პედაგოგი (ასოცირებული პროფესორი); 1975 -2005 წლამდე მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ ქორმეისტერად და თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად. მის რეპერტუარში იყო, ქართული: ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა" (1967, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" (1983, პრემიერა); ქორმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 97; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.101

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1964 - შრომის ვეტერანი
  • 1961 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • 1958 - სახალხო განათლების წარჩინებული
    სახალხო განათლების დარგში თავდადებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • ქ.ქუთაისის საპატიო მოქალაქე

Share: