შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ სულუხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. 1965 წელს სწავლობდა რიგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განყოფილების გამგედ; 1976-1978წწ. მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ფსიქიატრიაში; 1978 წლიდან ასევ არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1982 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1988 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი. გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფსიქო-მოტორული აღგზნების კუპირება პერიოდული და შუბისმაგვარი შიზოფრენიის დროს". სადოქტორო დისერტაციის თემა - "უარყოფითი მედიკამენტოზური პათომორფოზი შიზოფრენიის დროს(კლინიკა და მკურნალობა)". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.256 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |