შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1967წწ. იყო ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ქირურგი; 1967-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1971-1979წწ.ამავე კათედრის ასისტენტი, 1979 წლიდან დოცენტი; 1972-1992წწ. მუშაობდა სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკისა და ინტერნატურის დეკანის მოადგილედ. არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გასტროდუედენალური პროფუზულისისხლდენის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |