შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გარბერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ქ. როსტოვის მუსიაკლური სასწავლებელი 1966 წელს(საფორტეპიანო), ქ. მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკა-პედაგოგიური ინსტიტუტი 1971 წელს. 1975 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა სტაჟირების კურსი(ფორტეპიანო); 1975-1982წწ. იყო ქ. უფის(რუსეთი) ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(ფორტეპიანო), პარალელურად, რუსეთის ფილარმონიის სოლისტი; 1982 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი, 1992 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 2004 წლიდან პროფესორი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; აღზარდა მრავალი თაობა ლაურეატი მოწაფეებისა: ა. აბულაძე, თ. ალავიძე, ნ. ბარქაია, ე. გაგნიძე, ნ. ზაქაიძე, ს. კისელიოვი, ნ. მარგველაშვილი, ნ. მიდელაშვილი, ი. ჭარუაშვილი; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, ესპანეთი, გერმანია. პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 98
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |