The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანთიმოზ ჯუღელი

ანთიმოზ ჯუღელი
სხვა სახელი:გადაღმელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1925  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სოხუმი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, იმერეთი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია მეორე წელსვე დატოვა; მუშობა დაიწყო სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად; სუჯუნიდან გადავიდა სოხუმში და მუშობა დაიწყო მთიელ ბავშთათვის გამართულ სკოლებში; 1875-1876წწ. გამოაქვეყნა რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობა, დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელო, წერის დედანი, რეცენზიები და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამდენიმე პატარა თზულება, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა-აღზრდის ცალკეულ საკითხებზე; სოხუმში იგი აჩაღებს ფართო საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო მუშაობას; იბრძვის დედა-ენაზე სწავლების უფლებისათვის, ავრცელებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სოხუმელ მოსახლეთა შორის; მან პირველმა შემოიღო სუხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა; მისივე ხელმძღვანელობით დაარდა ამხანაგობა "სააგარაკო მიწების შეძენისა“, რაც ხალხის კეთილდღობას ემსახურებოდა; არჩეული იყო ქალაქის გამგეობის წევრად.

წყარო: განმანათებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.478

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1880-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: