The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელზა გარსევანიშვილი

Date of birth:10 January, 1938  (87 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1962 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (ვოკალური).

1960-1975წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტი (მეცო-სოპრანო), 1975 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: თამარი (1966, დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია), ნათელა, ნანო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბარბალე, ბაბუსი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), კნეინა მარო(ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"), დედა (1979, პრემიერა, მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"); ქართული კანტატა-ორატორია, ვოკალურ-სიმფონიური ჟანრი: ი. გეჯაძე "მარადისობა", ვ. აზარაშვილი "ბალადა შინმოუსვლელ გმირზე", მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული სიუიტა"; კამერული: ე. შავერზაშვილი "დიალოგი" (1972), მისივე "მთის სიმღერები" (1973), ტ. ბაქრაძე ვოკალური ციკლი "ცხრა ვოკალური მინიატურა" მ. მაჭავარიანის ლექსებზე, მ. ცერცვაზე ვოკალური ციკლი "წუთისოფელი"; სხვა რეპერტუარი: მესამე სეფე-ქალი (მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"), ბერტა (როსინი "სევილიელი დალაქი"), იროდიადა (რ. სტრაუსი "სალომე"), დუქნის დიასახლისი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); კამერული რეპერტუარი: XV-XVI საუკუნეების კამერული მუსიკა - პერსელი, ჰენდელი, პერგოლეზე, შუტცი, შუბერტი, შუმანი, დებიუსი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი; მონაწილეობდა მუსიკალურ-დრამატულ სპექტაკლებში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 99

Awards and Honors

  • 1969 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, III პრემია (ერევანი)
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: