Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გაუკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოდესა. დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1917 წელს(სადირიჟორო). 1917 წლიდან დაიწყო სადირიჟორო მოღვაწეობა; 1920-1931წწ. იყო ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1930-1933წწ. ლენინგრადის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1936-1941წწ. სსრკ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1934-1936წწ. და 1953-1962წწ. სსრკ საკავშირო რადიოს დიდი სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი, დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1927-1933წწ. და 1946-1948წწ. ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი, 1939-1963წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1948 წლიდან პროფესორი; 1941-1942წწ., 1943-1947წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1941-1943წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ამავე პერიოდში ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1953-1962წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი მოწაფეები თბილისის კონსერვატორიაში იყვნენ: შ. აზმაიფარაშვილი, , ჯ. გოკიელი, ა. მელიქ-ფაშაევი, ე. მიქელაძე, ვ. ფალიაშვილი, ე. გრიქუროვი; ქართული რეპერტუარი, ინსტრუმენტული კონცერტები: ქ. თუმანიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N1, ა. ბალანჩივაძე საფორტეპიანო კონცერტები N2, N3; სიმფონიური უვერტიურები, პოემები: ა. შავერზაშვილი "ელგუჯა"(1944, თბილისი), ო. გორდელი "ახალგაზრდული უვერტიურა"(1957, მოსკოვი); კანტატა-ორატორია: ა. მაჭავარიანი "ჩემი სამშობლოს დღე"(1955, მოსკოვი), გრ. კოკელაძე "სიმღერა სამგორზე"(1952); თბილისში განხორციელებული სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენი სიმფონია N9, უვერტიურა "ეგმონტი"; მისი თხზულებებია: სიმფონიური ნაწარმოებები, კონცერტი 2 არფისა და ფორტეპიანოსათვის, ინსტრუმენტული პიესები, რომანსები, მან აღადგინა(საორკესტრო ხმების მიხედვით, რომელიც ინახებოდა პეტერბურგის კონსერვატორიაში) ს. რახმანინოვის I სიმფონია, რომელიც ავტორმა გაანადგურა, შესრულდა 1944 წელს მოსკოვში; გასტროლებით მოგზაურობდა: სსრკ, ევროპის ქვეყნები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 99 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |