შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა სურმავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კოჯორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1969წწ. იყო კოჯრის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1969-1970წწ. რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რადიონუკლიდური და სხვა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების შესაძლებლობებს სხვადასხვა დაავადებების დროს. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი რენტგენო-რადიონუკლიდური მეთოდების შესაძლებლობანი ჰეპატო-ბილიარული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში დიფუზიურ-ტოქსიკური ჩიყვის დროს", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |