The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ სურგულაძე

სიმონ სურგულაძე
Date of birth:30 June, 1953  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეკა, რსფსრ, ლენინგრადის ოლქი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1978წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის რესპუბლიკური კლინიკური ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან - ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან  - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის რესპუბლიკური კლინიკური ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1988-1990წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი; 1994-1995წწ. მუშაობდა გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში; 1997 წლიდან - ლონდონის ნეიროფსიქიატრიულ კლინიკაში. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ფსიქიატრიას, სოციალურ ფსიქიატრიას, პათოფსიქოლოგიას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იპოქონდრულ გამოვლინებათა სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა შიზოფრენიის დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუბისმაგვარი შიზოფრენიის რემისიების კლინიკური და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემები და მათი სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა"; დაიცვა 1994 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.366; clinical-partners.co.uk

Member of Organizations

  • ნიუ-იორკის აკადემია, აკადემიკოსი
  • ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი

Bibliography


Share: