Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ტაბატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1956წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი ბიოქიმიის სპეციალობით; 1958-1968წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1984 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰორმონული დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბიოქიმიის, ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის პრობლემებს. ხელმძღვანელობდა ლაბორატორიის სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამონიაკის წარმოშობისა და აცილების გზების შესწავლა გულის კუნთში ექსპერიმენტული თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.258 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |