The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილი გეგელია

ლილი გეგელია
Date of birth:12 August, 1923
Date of death:21 November, 2000  (at 77 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელბწიფო უნივერსიტეტიs ისტორიული ფაკულტეტი; თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1942 წელს(ვოკალური).

1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან საქართველოს საესტრადო ორკესტრ "რეროს" წევრი; საგანგებოდ მისთვის ქმნიდნენ სიმღერებს ქართველი და რუსი კომპოზიტორები, მათ შორის: ლ. იაშვილი "უფლისციხესთან" (მ. ლებანიძის ლექსი), "გელათი" (ჯ. ჩარკვიანის ლექსი), "მოდიოდა ნინო მთებით (ა. კალანდაძის ლექსი), "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა" (ი. ჭავჭავაძის ლექსი); ის ახმოვანებდა ფილმებს: მედეა ჯაფარიძე - "წარსული ზაფხული" (კომპოზიტორი ო. გორდელი), ნატა კობახიძე - "ყვავილი თოვლზე" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), დოდო ჭიჭინაძე - "ნინო" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), მეგი წულუკიძე - "პალიასტომი" (კომპოზიტორი დ. თორაძე), ლია ელიავა - "ჭიაკოკონა" (კომპოზიტორი ბ. კვერნაძე); ის ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს: ლ. იაშვილი "ია-ია", კ. პევზნერი "გამოდი", "გაზაფხულის ბრალია", პ. ნალბანდიშვილი "ლურჯი იები", ბ. კვერნაძე "სად მიხვალ", გ. ცაბაძე "ჩემს სახლთან პატარა ბაღია"; გასტროლებით იმოგზაურა "რერო"-სთან ერთად: სსრკ, ინგლისი, შოტლანდია, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია; სოლო კონცერტებით: სსრკ, გერმანია. საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 101; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.190

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: