Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიწი გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1896 წლიდან მღეროდა სკოლის გუნდში, 1904 წლიდან ძ. ლოლუას გუნდში, 1905 წლიდან ნ. ურუშაძის გუნდში; 1917 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდებს ბათუმში, სენაკში, მარტვილში, ბანძაში, ქვალონში, სოხუმში, გალში; 1923 წელს ძ. ლოლუასთან ერთად ქუთაისში საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიულ გუნდს, ხოლო ძ. ლოლუას გარდაცვალების შემდეგ, 1929 წლიდან, ამ გუნდს ხელმძღვანელობდა; 1938-1968წწ. იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი; ივანე გეგეჭკიორი მრავალი სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი იყო: "ჩაგუნა", "სიმღერა თბილისზე", "მარებელი", "ძუკუ ლოლუა", "ბექია", "მათეია", "ბეჟა ნანა, ბეჟა სქუა", "ვენგარა, სუ ნანა"; სატრფიალო სიმღერები: "ამესური სო დოგირჩა", "ბაღჩა დო ვარდი", "დელია ნანა"; მან დიდი როლი ითამაშა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერების აღორძინებისა და შეგროვება-შესრულების საქმეში; აღზარდა მრავალი მომღერალი და გუნდის ხელმძღვანელი; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |