შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ტაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. იყო თბილისის მე-9 საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1973-1974წწ. სანატორიუმ "სურამის" ექიმი-ორდინატორი; 1974-1977წწ. ამავე სანატორიუმის სამედიცინო განყოფილების გამგე; 1977-1990წწ. საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კლიმატოლოგიის და კლიმატოთერაპიის უმცროსი მეცნიერ-თანამრომელი, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა კურორტული კარდიოლოგიის, პულმონოლოგიისა და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შესახებ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობა მაგნიტური ქვიშის აბაზანების გამოყენებით საქართველოს ნოტიო-სუბტროპიკული კლიმატის პირობებში(კურორტ ურეკის მაგალითზე). წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.260 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |