The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ტაბიძე

ზურაბ ტაბიძე
Date of birth:15 June, 1949
Date of death:2003  (at 53 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. მუშაობდა ბორჯომის საავადმყოფოში, პოლიკლინიკაში, საბაზო სანატორიუმ "ლიკანში" ექიმად, 1975-1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე, სწავლობდა ამავე კათედრის ასპირანტურაში, 1987 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორტათვის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1995 წლიდან კათედრის  პროფესორი და სპეციალიზებული საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შინაგან სნეულებათა კლინიკაში გავრცელებულ პულმონოლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. შრომების დიდი ნაწილი შესრულებულია კლინიკურ კოაგულოლოგიაში. საქართველოში პირველმა დაიწყო შინაგანი ორგანოების(კუჭის, თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის) ქსოვილოვანი ჰემოკოაგულაციური და ფიბრინოლიზური ფერმენტების შესწავლა, როგორც ბიოფსიურ, ისე რეზექციულ ქსოვილებში. ასევე ერთ-ერთმა  პირველმა დაიწყო ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლების შესწავლა  ორგანოთა ლოკალიზაციის მიხედვით(დაავადებული ორგანოს არტერიებსა და ვენებში ქირურგიული ოპერაციების დროს). შესწავლილი აქვს ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლები ბრონქული ასთმის, ქრონიკული პნევმონიების, პიელონეფრიტების, ჰიპერტონული დაავადებების, ფილტვისმიერი გულის, წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტების, პანკრეატიტების დროს. შრომები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, საერთაშორისო სიმპოზიუმებზე. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური მითითებები და მეთოდური სახელმძღვანელოები: "ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ზეგავლენა ბრონქული ასთმით დაავადებულთა  ჰემოკოაგულაციაზე"(1977), "გასტროდუედენური ლორწოვანი გარსის ჰემოკოაგულაციური თვისებები წყლულოვანი დაავადების დროს"(1985), "სისხლის ინტრავაზალური შედედების მნიშვნელობა თორმეტგოჯა წყლულის პათოგენეზში"(1985), "კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის პათოგენეზი ასთმური სტატუსის დროს"(1988), "გასტროდუედენური ზონის ლორწოვანი გარსის ჰემოკოაგულაციური და ფიბრინოლიზური აქტივობის ცვლილებები ბრონქული ასთმით დაავადებულთა მკურნალობის შემდეგ"(1992), "კუჭის არტერიული და ვენური სისხლის ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლები წყლულოვანი დაავადებების დროს"(1994), "დუედენური წყლულის წარმოქმნის კოაგულოგენური მექანიზმი"(1994), "თრომბოქსანის, პროსტაციკლინის და ანტითრომბინ III მაჩვენებლები წყლულოვანი დაავადებების დროს"(1995); "სუნთქვის ორგანოების აქტიური ტუბერკულოზის და არასპეციფიკური პნევმონიების თანაარსებობა"(1996), "ნაღვლის ბუშტის ქსოვილოვანი ჰემოკოაგულაციური ფერმენტები კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს"(1997), "გასტროდუედენური ლორწოვანის ჰემოკოაგულაციური აქტივობა წყლულოვანი დაავადებების და სიმპტომური წყლულების დროს"(1998). მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი. პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოკოაგულაცია ბრონქული ასთმით და ასთმური სინდრომით მიმდინარე ქრონიკული პნევმონიით დაავადებულებში", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოკოაგულაციის მოშლა და გასტროდუედენური წყლულოვანი დაზიანებები ბრონქული ასთმით და ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.259; aversi.ge

Member of Organizations

  • აშშ ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება , წევრი
  • საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოება, წევრი

Share: