The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიომიდე ტაბუცაძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1984წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984–1988წწ. ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1988–1998წწ. ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან არის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოქსიპროლინისა და ლიზოსომური ჰიდროლაზების მაჩვენებლები, როგორც შესაძლო კრიტერიუმები იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: