The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გეგუჩაძე

დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1969  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის II მუსიკალურ სასწავლებელში 1932-1935წწ.ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1935-1938წწ.(ვოკალური).

1939 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის საოპერო სტუდიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; მღეროდა ვ. ა. გოგიტიძის გუნდში; 1939-1941წწ. იყო სტანისლავსკის სტუდიის მსახიობი; 1944-1956წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკულ-დრამატული ტენორი); 1956 წლიდან მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრის სოლისტი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მალხაზი, აბესალომი, მგოსანი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), მასხარა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"),  შოთა (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ზაქრო, ლაშქარა (ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), სოგრატი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"); სხვა რეპერტუარი: ხოზე (ბიზე "კარმენი"), კავარადოსი (პუჩინი "ტოსკა"), რადამესი, მანრიკო (ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), გერმანი, ანდრეი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "მაზეპა"), გრიგორი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბოგუნი (დენკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102



გააზიარე: