The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ გედევანიშვილი

იოსებ გედევანიშვილი
Date of birth:2 January, 1872
Date of death:24 December, 1939  (at 67 years)
Burial location:სვეტიცხოვლის ეზო, მცხეთა
Category:Playwright, Public official, Writer, Politician, Publicist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მცხეთა, ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრა.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში.

1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა არმიიდან; ამის შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის (დფრ) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიების შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1918 წლის დასაწყისიდან იყო ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური; 1918 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სარეთო განყოფილების უფროსად; 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით; 1919 წლის დასაწყისიდან იყო აფხაზეთის და შავი ზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი; 1920 წლის ბოლოდან ინიშნება ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად. 1920 წლის 4 დეკემბრიდან დაინიშნა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად; ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1926-1928წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; 1928-1929წწ. ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში; 1910 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; პიესები: "მსხვერპლი" (1911), "გამცემი" (1912), ზღაპარი-ფერია "სინათლე" (1914), მოთხრობები: "სიმართლე", "გაიქცა"; იოსებ გედევანიშვილის ლიბრეტო საფუძვლად უდევს გრ. კილაძის ბალეტს "სინათლე"; თხზულებები: მოთხრობანი (1915, გორი), მოთხრობები (1927, თბილისი), "სამხედრო ხელოვნება "ვეფხის ტყაოსანში", "სამხედრო ხელოვნება საქართველოში" (1915, თბილისი), "მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის" (1939, თბილისი). იგი ითვლებოდა თბილისის დრამატული საზოგადოების  გამგეობის წევრად, ხოლო შემდგომ დირექტორ-განმკარგველად. 1924-1926 წწ. მუშაობდა ხელოვნების კომიტეტის თავჯდომარედ, 1927-1934 წწ. საქართველოს ცენტრალურ არქივში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102; ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.6; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1979.-გვ.33; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.88; howlingpixel.com/i-ka

Member of Organizations

  • თბილისის დრამატული საზოგადოება, გამგეობის წევრი (1912-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (1904-1923)
  • სკკპ, წევრი (1924-)

Bibliography


Share: